პრესის ავტორიტარული რეჟიმი

პრესის ავტორიტარული რეჟიმი
ეს რეჟიმი ყველაზე გავრცელებული მე-19 საუკუნის შუახანებამდე იყო. მე-20 საუკუნეში აბსოლუტური მონარქიების ნარჩენები ფაშისტურმა სახელმწიფომ შეცვალა. ასეთი რეჟიმის პირობებში მედია, როგორც წესი, წარმოადგენს კერძო ბიზნესს, რომელიც მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, თუმცა ისინი, ვისაც ძალაუფლება უპყრია, მკაცრად აკონტროლებს მედიის შინაარსს. როგორც ახალი ამბები, ასევე გასართობი მასალები შესაძლოა, ძირგამომთხრელი ხასიათის იყოს. ეთერში ტრანსლირებული იდეები მმართველი ჯგუფის საჭიროებებს უნდა ეხმაურებოდეს. ამ დროს აკრძალულია ყოველგვარი ოპოზიციური პრესა, ასევე დაუშვებელია პოლიტიკური დებატები. თვით წმინდა ადამიანური ისტორიების გაშუქებაც კი იკრძალება, რადგან შესაძლოა, მათი ინტერპრეტირება, როგორც სოციალური დისფუნქციის ნიშნებისა.</div>
See also: <<პრესის რეჟიმები>>
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "პრესის ავტორიტარული რეჟიმი" в других словарях:

  • პრესის რეჟიმები — ძირითადად არსებობს დაახლოებით ოთხი რეჟიმი, რომელთაგან ორი დემოკრატიულია, ორი კი არადემოკრატიული. თითოეული მათგანი მსოფლმხედველობრივ და საკაცობრიო ღირებულებებს ეფუძნება. მარტივად რომ ვთქვათ, პესიმისტი ადამიანს მიიჩნევს უგუნო არსებად, რომელსაც… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»